მთავარი

დღეისათვის პრაქტიკულად ყოველი რემონტი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მონტაჟით იწყება. რაც გასაკვირი არც არის. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა აბსოლუტურად ჰერმეტულია, რაც უზრუნველყოფს ბინის თბოიზოლაციის მაღალ ხარისხს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ასევე უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას, რაც დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია დიდ ქალაქებში. ზემოთ აღნიშნულის გარდა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ბინას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ გთავაზობთ ფერების დიდ არჩევანს, თქვენი ბინისთვის ან ოფისისთვის კარ-ფანჯრის შერჩევა უკვე აღარ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადების პროცესში არ გამოიყენება მავნე ნივთიერებები. აქედან გამომდინარე შეიძლება მტკიცება, რომ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა და არ გამოყოფს არანაირ ეკოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლივინილქლორიდი, რომელიც გამოიყენება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისას, საერთოდ არ იწვის, მხოლოდ დნება. ასე, რომ მათი დაყენებით, თქენ გარკვეულწილად იცავთ თქვენს ბინას ხანძრისაგან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები საკმაოდ მყარია და დამატებითი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში საიმმედოდ დაიცავს თქვენს ბინას დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.

და ბოლოს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა არ საჭიროებს განსაკუთრებუს მოვლას, არ მოითხოვს რეგულარულ ღებვას, აბსოლუტურად არ იშლება გარემოსთან ურთიერთქმედებისას და მისი ზედაპირი არ ზიანდება მზის შუქზე. ამიტომ ის საკმაოდ ხანგრძლივად გემსახურებათ (დაახლოებით 50 წელი), და მთელი ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

 


 

 

Copyright © 2010 GEOTECHNOLOGY
გერმანული მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯრების სისტემა
Greated by MAXITOP